08:40 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 16:18:51, 952 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, მაგრამ პირობები არ ვიცით

„მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება ქვეყნის მომავლისთვის და სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა, დარჩება თუ არა საქართველო თავისუფალი ევროპული დემოკრატია, თუ რუსეთის გავლენის სფეროში მოხვდება“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა The Washington Times-თან ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არჩევნები, სავარაუდოდ, ჩატარდება, მაგრამ უცნობია, თუ რა პირობებში ჩატარდება საარჩევნო პროცესი.

„ჩემი როლია გავაერთიანო ქართული საზოგადოება მომავლის გარშემო, ჩემი საკუთარი ხედვის გარშემო. ქვეყნის გარეთ, ჩემი როლი ასევე იმ საზოგადოების ხმაა, რომელსაც არსებითად აღარ აქვს ხმა. საელჩოები პარტიას ემსახურებიან“.

პროგნოზირებადია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, მაგრამ არ ვიცით პირობები. შესაძლოა, დასუსტებული რეჟიმი გარკვეულ მომენტში დაიშალოს. შესაძლოა, მან გადაწყვიტოს არჩევნების ჩატარება მანამ, სანამ ძირითად პროცესებზე კონტროლს დაკარგავს. ან ჩვენ ნორმალურ საარჩევნო ციკლს გავივლით.

დასავლეთმა ახლავე უნდა მოემზადოს. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო იქნება რისკების პრევენცია, დახმარება და მონიტორინგი. „ძველი მეთოდები აღარ არის საკმარისი. გასული საუკუნის ეუთოს მონიტორინგი აღარ მუშაობს; ჩვენ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ხელოვნური ინტელექტიც კი გამოიყენება. „ვინც კავკასიას შეინარჩუნებს, ევროპას ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ კორიდორსაც შეინარჩუნებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics