17:20 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-07 11:42:02, 8204 ნახვა

კომენტარი
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები

"მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები" - ასე უპასუხა ქართველ ჟურნალისტებს სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

მისი თქმით, მას და მის ქვეყანას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან.

"ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ამაზე კარგი და ღრმა ურთიერთობა აღარ ვიცი, რა შეიძლება იყოს, „ბევრი პოლიტიკური და პოლიტიკური საკითხია, რომელზეც განვაგრძობთ თანამშრომლობას. უფრო დავაახლოებთ და გავაღრმავებთ ამ კავშირებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 18 პოლიტიკური ძალა - ორი ბლოკი და 16 პარტია მონაწილეობს. ხმის მიცემის უფლება სულ 2,485,851 მოქალაქეს აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics