|
2026-06-05 13:02:25, 2613 ნახვა
საზოგადოება
STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება - პროექტი BOG-ის და კომაროვის მიერ ხორციელდება
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს. 7 ივნისს, 11 საათზე საქართველოში ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გუნდური შეჯიბრების – STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება. ფინალურ ტურში მონაწილეობას საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლის 50 მოსწავლე მიიღებს. ოლიმპიადის ფარგლებში, ახალგაზრდები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებებისა და პრაქტიკული ამოცანების შესრულებაზე. ღონისძიების ფარგლებში, მოხდება მონაწილეების მიერ შექმნილი პროექტების გამოფენა. ჟიურის შეფასებების საფუძველზე კი გამოვლინდება გამარჯვებული სკოლა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. ოლიმპიადის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდებიან მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები, გამოვლინდებიან ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გუნდებს შორის გამარჯვებულებიც. პროექტის მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი, რომელიც ოლიმპიადას ფიზიკური ტურისთვის სივრცით უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ STEM ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე ონლაინ შესარჩევი ტური იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები წერენ ტესტს, საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები (მონაწილე გუნდების 50%) კი პირველ ტურში გადადიან. პირველი ტური დასწრებულად ტარდება, რომელშიც ონლაინ შესარჩევი ტურის შედეგების მიხედვით შერჩეული გუნდები მონაწილეობენ. თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამი მოსწავლე წერს მათემატიკის, ორი კი ფიზიკის საოლიმპიადო ამოცანებს. ჯამურ შედეგებზე დაყრდნობით, ხდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე სკოლის გუნდის გამოვლენა და ისინი მონაწილეობას ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში ეჯიბრებიან და STEM პროექტზე მუშაობენ. ამასთან, ფინალურ ტურამდე მონაწილე გუნდებს 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი უტარდებათ, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM აღსანიშნავია, რომ წელს STEM ოლიმპიადის ონლაინ შესარჩევ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 63 გუნდი პირველ ტურში გადავიდა. STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის ფარგლებში კი 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)