|
2026-06-03 18:24:47, 2440 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთის კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა და კორვეტი გაანადგურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე იერიშის შედეგად განადგურებულია რაკეტმზიდი "ბოიკი". უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ "მადიარ" ბროვდის" მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა კორვეტ "ბოიკის," რომელიც მართვადი რაკეტებით არის აღჭურვილი, მიაგნეს და "ცეცხლი წაუკიდეს". მისივე თქმით, რუსული გემი კრონშტადტში შესაკეთებელი სამუშაოებისთვის თებერვლიდან მოყოლებული იყო გაჩერებული. ნავსადგომში ყოფნისას კი ის კვლევით გემ "ადმირალ ვლადიმირკის" შეეჯახა. უკრაინული მხარის ცნობით, "ბოიკის" რუსეთი, მათ შორის, ჩრდილოვანი ფლოტის ესკორტირებისთვის იყენებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ლენინგრადის ოლქში უკრაინულმა დრონებმა სამხედრო გემების ნავსადგომს შეუტიეს, ხოლო ოკუპანტებისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბების გადამოწმება ამ დრომდე მიმდინარეობს. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 3 ივნისის ღამის საათებში თავდაცვის ძალებმა იერიშები მიიტანეს კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე, რომელიც რუსეთის საზღვაო ძალების ბალტიის ზღვის ფლოტის მთავარ ავანპოსტს წარმოადგენს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)