|
2016-04-04 13:04:49, 356 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ნატო-ს კვირეული 2016 დაიწყო
ნატო-ს კვირეული დღეს, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. მასში მონაწილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ტედ ვაითსაიდმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თანაშემწე ბენჟამენ ზიფმ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და სხვა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა. ფორუმზე სახლახო დიპლომატიისა და კომუნიკაციის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ. ნატო-ს კვირეული 18 აპრილამდე გაგრძელდება. დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის: 2 დღიანი სემინარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის; საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისის გახსნა; პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის; სამხრეთ-კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჟურნალისტიკის სკოლის ვიცე-დეკანის შეხვედრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან; ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიების გახსნა უნივერსიტეტებში; 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების ნახატების გამოფენა და სხვა. ასევე, საჯარო ლექციები, კონკურსები, კონფერენციები, დებატები, გამწვანების აქციების და სპორტული ღონისძიებები. ნატო-ს კვირეული საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)