|
2026-06-02 15:46:33, 4019 ნახვა
საზოგადოება
ეკა კუპატაძე - ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი
ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი.- ამის შესახებ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა. "ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მივმართავ იმათ, რომლებიც გარეთ არიან დარჩენილები: თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დავმარხე და თქვენ გგონიათ, რომ ჩემი ზრუნვაში გაზრდილი შვილი მიწაში რომ ჩავფინე, სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი და ყველა ასე მოისმენთ უმაღლეს სასჯელს, როგორც დღეს მოისმინა ორმა დამნაშავემ. მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ახსენა, რომ გიგა ავალიანი იყო სრულად უდანაშაულო, ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად, სამართლიანი სიტყვით, ღირსეულად დაიცვა, ღირსეული ახალგაზრდის, გიგა ავალიანის ღირსება. მან არა მარტო ჩემი შვილის ღირსება, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა. მე ვიცი საქმის მასალებით ვინ არიან ესენი“ , - განაცხადა ეკა კუპატაძემ დღეს გამოცხადებული განაჩენის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა განესაზღვრა. ანი ნასყიდაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მასაც არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)