21:21 - 02 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-02 12:13:29, 292 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს, სამუშაო ადგილზე 32 ადამიანი გარდაიცვალა

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად ჯამში 32 ადამიანი დაიღუპა და 179 დაშავდა.

მონაცემების მიხედვით, აღსანიშნავია რომ ფატალური შემთხვევები ყველაზე ხშირად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება - დაღუპულია 21 ადამიანი. დაღუპულებიდან ყველა მამაკაცი იყო. დაშავებულთა შორის აღირიცხა 137 კაცი და 42 ქალი.

სამუშაო სივრცეში მომხდარი 179 არაფატალური შემთხვევიდან 107 საშუალო სიმძიმის კატეგორიას მიეკუთვნება (32 ქალი და 75 კაცი), რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რომელმაც შრომისუნარიანობის დაკარგვა 3-დან 40 დღემდე ვადით გამოიწვია. დანარჩენი 72 შემთხვევა (10 ქალი და 62 კაცი) კი მძიმე დაზიანებად კლასიფიცირდა(ეს სტატუსი მიენიჭება ისეთ შემთხვევებს, რომლებიც იწვევს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ან შრომისუუნარობის 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით დაკარგვას).

ამასთან, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ერთი უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც ერთ კონკრეტულ ორგანიზაციაში ოთხი დასაქმებული დაიღუპა, ხოლო ერთი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა
ქარტია: აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics