|
2026-06-01 19:32:06, 266 ნახვა
ეკონომიკა
₾932-მილიონიანი თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა ორ ქართულ და ექვს ჩინურ კომპანიას სურს
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მესამე ლოტის - ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით თებერვალში გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. საერთაშორისო ტენდერის სავარაუდო ღირებულება 932 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში მონაწილეობა სულ რვა კომპანიამ მიიღო. წარდგენილი წინადადებების თანახმად, მთავრობამ გზის ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიაღწია, რადგან ტენდერში დაფიქსირებული მაქსიმალური ფასი 684 მილიონი ლარი იყო (ფასდაკლება სატენდერო ფასთან 247.6 მლნ ლარი), ხოლო ყველაზე დაბალი ფასის წინადადება 471 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც ₾461 მილიონიან ფასდაკლებას წარმოადგენს. ტენდერში მონაწილეობა სულ რვა კომპანიამ მიიღო, მათ შორის ორი ქართული და ექვსი ჩინური კომპანიაა, წარდგენილი შეთავაზებები ასე ნაწილდება:
შესაბამისად, ყველაზე დაბალი ფასი ჩინურმა კომპანია Longjian Road and Bridge Co-მ წარადგინა. აღნიშნულ კომპანიას ჯერჯერობით საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამოცდილება არ აქვს. ასევე არ აქვს განხორციელებული საქართველოში პროექტები კომპანია Xinjiang Beixin Road & Bridge Group Co-ს, ხოლო ტენდერის სხვა ყველა მონაწილეს კი ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვს. თბილისის შემოვლითი მაგისტრალის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთი: ტენდერი 2026 წლის თებერვალში გამოცხადდა და ის თავდაპირველი გეგმით 15 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის ჯერ 8 მაისამდე, საბოლოოდ კი პირველ ივნისამდე გადავადდა. გამოცხადებული ტენდერი ორი ძირითადი სეგმენტის მშენებლობას გულისხმობს:
გეგმის მიხედვით, მაგისტრალი იქნება 4-ზოლიანი და რთულ საინჟინრო ნაგებობებს მოიცავს: 16 ხიდს, 4 პარალელურ გვირაბსა და 4 სატრანსპორტო კვანძს. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდთან იღებს, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე სრულდება. უკვე დასრულებულია გზის მეორე ლოტის - წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო ტენდერი, რომელშიც წინადადება ათმა კომპანიამ წარადგინა. იმის მიუხედავად რომ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 490 მილიონ ლარს შეადგენდა, მასში მონაწილე არცერთ კომპანიას 490 მილიონზე დაბალი თანხა არ წარუდგენია და მიღებული შეთავაზებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს. ამჟამად სამინისტრო აღნიშნული წინადადებების შეფასების პროცესშია.
საქართველომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული ამოქმედების შესახებ განაცხადა
ზურაბიშვილი: საქართველოში „დემოკრატიისა და სახელმწიფოს მიტაცება“ ხდება
₾932-მილიონიანი თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა ორ ქართულ და ექვს ჩინურ კომპანიას სურს
აშშ-ის საელჩო: ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)