|
2026-05-26 08:54:19, 2960 ნახვა
საზოგადოება
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 35 წელი გავიდა
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. წელსაც წვევამდელები 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელები ფიცს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა. „11:00 საათზე დაიწყება გეგმის აღსრულება და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ და ნახონ ჩვენს მიერ დაგეგმილი 26 მაისის ღონისძიება, სადაც გამოფენილი იქნება თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღება და ტექნიკა, ასევე აღჭურვილობა. ასევე, საქართველოს 12 რეგიონში იქნება გამოფენა და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა და ნახონ ეს ყველაფერი", - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ზაზაძემ. აქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა 105 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში გამოაცხადა. კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, სხდომა 4 საათსა და 50 წუთზე გაიხსნა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ ერთხმად დაამტკიცა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის შემდეგ შეწყვიტა. უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, პარტიამ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" გაიმარჯვა. 1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი კითხვით: "თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?" რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა მიიღო, რომელთაგან 98.9%-მა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)