|
2016-04-03 18:29:43, 548 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და ძალოვან მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, ძალოვან მინისტრებს, შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა ინფორმაცია, რაც მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას უკავშირდება. გიორგი კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა სიტუაციის ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)