|
2026-05-23 16:31:07, 3147 ნახვა
მსოფლიო
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
გამოცემა New York Post წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილზე ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა და აღნიშნავს, რომ ამ თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს. ამერიკული გამოცემის თანახმად, 32 წლის მოჰამად ბაყერ საად დავუდ ალ-საადი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ არის გაწვრთნილი. ერაყის მოქალაქე აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის წევრზე თავდასხმას ექვსი წლის წინ აშშ-ის მიერ ბაღდადში ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო გეგმავდა. „ყასემის მკვლელობის შემდეგ ის ხალხს ეუბნებოდა, რომ ივანკა უნდა მოვკლათ, რათა ტრამპის სახლი ისევე დავწვათ, როგორც მან ჩვენი სახლი დაწვა“, – განუცხადა გამოცემას ვაშინგტონში ერაყის საელჩოს სამხედრო ატაშეს ყოფილმა მოადგილემ, ენტიფად კანბარმა. გამოცემის ცნობითვე, ალ-საადიმ ასევე გამოაქვეყნა რუკის ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია ფლორიდაში მდებარე ანკლავი, სადაც ივანკას და მის მეუღლეს, ჯარედ კუშნერს 24 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი აქვთ. ფოტოს თან ახლდა არაბულენოვანი მუქარა, რომელიც ასე ითარგმნება: „ვეუბნები ამერიკელებს, შეხედეთ ამ სურათს და იცოდეთ, რომ ვერც თქვენი სასახლეები და ვერც საიდუმლო სამსახური (Secret Service) ვერ დაგიცავთ. ჩვენ ამჟამად თვალთვალისა და ანალიზის ეტაპზე ვართ. მე თქვენ გითხარით, ჩვენი შურისძიება დროის საკითხია“. მერიკული გამოცემის თანახმად, ალ-საადი, სავარაუდოდ, ერაყ-ირანის ტერორისტულ წრეებში მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც 15 მაისს თურქეთში დააკავეს და აშშ-ში ექსტრადირება მოახდინეს, სადაც მას ევროპასა და შეერთებულ შტატებში 18 თავდასხმასა და თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებენ. NYP-ის მიხედვით, ის იდგა აშშ-სა და ებრაულ სამიზნეებზე თავდასხმების უკან, მათ შორის მარტში ამსტერდამში „ნიუ იორკ მელონის“ ბანკისთვის ცეცხლის წაკიდების, აპრილში ლონდონში ორი ებრაელი ადამიანის დანით მკვლელობის და მარტში ტორონტოში აშშ-ის საკონსულოს შენობაზე სროლის უკან. ამერიკული გამოცემა წერს, რომ ალ-საადიმ დააარსა ტურისტული სააგენტო, რომელიც სპეციალიზირებული იყო რელიგიურ მოგზაურობებში, რაც მას საშუალებას აძლევდა, ემოგზაურა მთელ მსოფლიოში „ტერორისტულ უჯრედებთან დასაკავშირებლად“.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)