|
2026-05-20 19:19:05, 487 ნახვა
პოლიტიკა
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
Euronews-ის ინფორმაციით, უნგრეთის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილზე და სხვა პირებზე, რომლებსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი იცავდა, სანქციების დაწესების შესახებ მზაობა გამოთქვა. ოფიციალური პირები სააგენტოს უყვებიან, რომ შესაბამისი სანქციების "მინი პაკეტი" უკვე მზადდება. ევროკავშირმა კირილის შავ სიაში შეყვანა პირველად 2022 წელს სცადა - მას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერასა და რევიზიონისტული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. თუმცა ორბანის მმართველობის დროს უნგრეთმა ეს გადაწყვეტილება რელიგიური თავისუფლების საბაბით დაბლოკა. სააგენტო წერს, რომ ბრიუსელი იმედოვნებს, რომ ორბანის მემკვიდრე, პეტერ მადიარი, ახლა ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, რადგან მადიარი ცდილობს, ორბანის მიერ ვეტოს უფლების ხშირად გამოყენების პრაქტიკისგან დისტანცირდეს. "სანქციები, რომლებიც უნგრეთის ეკონომიკურ სტაბილურობას დააზიანებს, სრულიად მიუღებელია" - განუცხადა Euronews-ს მარტონ ჰაიდუმ, მადიარის ახლო მოკავშირემ და უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. "მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც წინა მთავრობა უნგრეთის სახელმწიფოს ძალაუფლებას კერძო გარიგებების დასადებად იყენებდა, ველოდები, რომ ახალი მთავრობა არ დაბლოკავს ევროკავშირის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც ამ ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად" - დაამატა მან. Euronews აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, სანქციების სიაში სხვა რუსი პირებიც იყვნენ შეყვანილი, თუმცა მოგვიანებით ორბანის მოთხოვნით ამოიღეს, მათ შორის რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიარიოვი და ოლიგარქი ვიაჩესლავ კანტორი - ახლა კი, შესაძლოა, მათი სახელებიც განიხილონ. "სახელების გადახედვა უჩვეულო არ არის" - განუცხადა Euronews-ს ევროკავშირის დიპლომატიურმა წყარომ. გარდა ამისა, მიმდინარე წინადადება "ჩრდილოვანი ფლოტის" რამდენიმე ნავთობტანკერის, რომლებსაც რუსეთი დასავლური შეზღუდვების გვერდის ასავლელად იყენებს, დასანქცირებასაც ისახავს მიზნად. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები წინადადების პირველად განხილვას 22 მაისს გეგმავენ, ხოლო მისი მიღება საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე 15 ივნისს არის დაგეგმილი.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)