|
2026-05-20 17:46:32, 4255 ნახვა
საზოგადოება
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მიმართულებით ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. 2026 წელს ბანკის მიზანია, სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათში სწორი ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც გრძელვადიან პერიოდში, მათ ეკონომიკურ სტაბილურობასა და სიძლიერეს განაპირობებს. გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ 2026 წლის I კვარტალში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას: ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსები ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა ლევან ფავლენიშვილის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგები სამი ჯგუფისთვის - სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის, რომლებშიც ჯამში 200-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები განიხილავდნენ ფინანსური განათლების მნიშვნელოვან და პრაქტიკულ თემებს, მათ შორის: ბიუჯეტირებას, ხარჯვის ემოციურ ფაქტორებს, ხარჯების მართვას, ანაბარსა და ინვესტირებას და სხვა. ფინანსური განათლების კურსები ადგილობრივ უნივერსიტეტებში ამასთან, საქართველოს ბანკმა ფინანსური განათლების მიმართულებით დაიწყო თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან. ინიციატივა მიზნად ისახავს, ფინანსური განათლების კურსის დანერგვას. პროექტის ფარგლებში კურსის ფორმატი, ხანგრძლივობა და შინაარსი ინდივიდუალურად განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ. კურსის მიმდინარეობა მოიცავს მრავალფეროვან სწავლების ფორმებს, როგორებიცაა: ლექციები, დისკუსიები, ქეისების ანალიზი, პროექტებზე მუშაობა და ელექტრონული სწავლება. კურსის ფორმატი დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, დამოუკიდებელი აზროვნების წახალისებაზე და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. საგანმანათლებლო მასალები sCoolApp-ში მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში კი განთავსდა სახალისო, მოსწავლეებზე მორგებული საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც OECD-ს რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სურვილებისა და საჭიროებების გარჩევა, დაზოგვის მიზნების დასახვა, ფასების ამასთან, შეიქმნა ინტერაქციული თამაში Trivia-სთვის ფინანსური განათლების კრებული 2 ასაკობრივი კატეგორიისთვის. პირველ კვარტალში თამაშში 78 000-მდე უნიკალური მოთამაშე ჩაერთო. პარტნიორობები საქართველოს ბანკი აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან და მხარს უჭერს ფინანსური განათლების ინიციატივებს. მათ შორის, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით იმართება პროექტი "გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი", რომელშიც საქართველოს ბანკის ფილიალების თანამშრომლები მონაწილეობენ. ინიციატივის ფარგლებში კი საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლას ესტუმრნენ და V–XII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების საკითხებზე სახალისო და ინტერაქციულ გაკვეთილები ჩაატარეს. საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)