|
2026-05-20 11:44:06, 2623 ნახვა
ეკონომიკა
„გვირილას" ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
დღეიდან, მარკეტების ქსელი „გვირილა" სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები „გვირილას" ყველა ფილიალში, ლიბერთის ტერმინალით გადახდის შემთხვევაში, პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფასდაკლება ვრცელდება პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, თამბაქოს ნაწარმის გარდა და მოქმედებს როგორც რეგულარულ ისე სააქციო ფასებზე. ამასთან, „მეგობარი ბარათის" გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხის 2% „გვირილების" სახით დაუბრუნდება. აღნიშნული ინიციატივა მომხმარებელზე ზრუნვისა და ლოიალობის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სპეციალური შეთავაზება უფროსი ასაკის და სოციალურად დაუცველი მომხმარებლებისთვის ამოქმედდა, ვისთვისაც პროდუქციის შეღავათიან ფასად შეძენა და ყოველდღიური დანაზოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ,,გვირილას" შესახებ მარკეტების ქსელი „გვირილა" 2022 წლის ოქტომბერში გამოჩნდა ქართულ რითეილ ბაზარზე და დღეს უკვე 350 მაღაზიითაა წარმოდგენილი. გახსნის დღიდანვე ის პოზიციონირდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სარეალიზაციო ფასების მქონე ქსელი და გამოირჩევა ყოველდღიური სხვადასხვა შინაარსის მარკეტინგული აქტივობებით. ქსელის ფორმატი „ მარკეტი სახლთან ახლოს" ზედმიწევნით დაცულია და „გვირილა" სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლების როგორც ასორტიმენტულ, ასევე პროდუქციის ხარისხობრივ და საფასო მოთხოვნებს; კომპანიის სლოგანი „უფრო იაფი უფრო ახლოს" ამართლებს თავის შინაარსს და მომხმარებლებისთვის მარტივად აღქმადია მისი რეალურობა;„გვირილას" მთავარი საზრუნავია სრულად იქნას დაკმაყოფილებული მომხმარებლის ასორტიმენტული, ხარისხობრივი და საფასო მოთხოვნები ; ლიბერთი ბანკის შესახებ 2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა. ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)