|
2026-05-19 13:32:15, 6691 ნახვა
კომენტარი
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კალაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ყველას თანაბრად შეეხება და ქვეყნის მომავლისთვის, მისი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი იქნება. „ეს გადაწყვეტილება ყველასთვის თანაბარი იქნება. ჩემს შემთხვევაშიც მომხდარა ცილისწამება კონკრეტული სიუჟეტების მეშვეობით. ეს უნდა დასრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა, საუბარი ჩემზე იქნება, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ერთიანობისთვის არის აუცილებელი. შეიძლება, ვერ ვთანხმდებოდეთ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ეს გადმოცემული უნდა იყოს ცივილურად. ყველამ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბოლო წლებში პოლარიზაციის გაღრმავება, დაპირისპირება გარედან წამოსული დავალებების ნაწილია. „ბოლო წლებში მიზანმიმართული შეურაცხყოფები მიმდინარეობს. კრიტიკა მისაღებია - დემოკრატიული პროცესების ნაწილია, მაგრამ შეურაცხყოფა, ღია სივრცეში გინება მიუღებელია, თუმცა ესეც გარედან წამოსული დავალების ნაწილია. აკერმანის წიგნზე ძალიან ბევრი გვისაუბრია. ამ წიგნის მეშვეობით აკეთებდნენ ყველაფერს რევოლუციის მოსაწყობად, პოლარიზაციის გასაღრმავებლად, საზოგადოების გასახლეჩად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც გუშინ გაჟღერდა, რათა ეს ყველაფერი დარეგულირდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)