|
2026-05-18 17:42:30, 4602 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი სპეციალური სამმართველოს შექმნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არამედ საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან "ქვეყნის არაკეთილმოსურნეები" ამ ინსტრუმენტს იყენებენ იარაღად ქვეყანაში არეულობის შემოსატანად. "ერთი რამე უნდა გავიაზროთ, რომ სიძულვილის ენა, ზიზღი და დაპირისპირების შემოტანა, განსაკუთრებით ჩვენ ამას ვხედავთ სოციალურ მედიაში, ვინაიდან აქვს ფართო წვდომა ადამიანების გონებებამდე, ასე ვთქვათ, უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილის ენის თუ ზიზღის ენის გამოყენება ხდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან სიძულვილის და ზიზღის წაქეზება და დათესვა - ვატყობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში. სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ ქვეყნის ასარევად, შუღლის შემოტანას, სიძულვილის შემოტანას იმისთვის, რომ შემდეგ გადაკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და არეულ ქვეყანაში შემდეგ თავის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ. […] ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელის შეშლა." - თქვა პაპუაშვილმა. ივანიშვილის წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ზიზღის დათესვას ცდილობენ ის ადამიანები, რომლებსაც "იხუტებს დღეს ბრიუსელი." მათ შორის დაასახელა ელჩები და ევროპარლამენტარებიც. პაპუაშვილის აზრით, ბრიუსელის ღირებულებები საქართველოსთვის დამაზიანებელია, ამიტომ ყველა სფერო უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფასეულობებს. "უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ, ჩვენ ბრიუსელის ფასეულობებს ვხედავთ, სადამდეც მივყავართ იმიტომ, რომ ზიზღის ენა სწორედ იქედან არის წაქეზებული. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ელჩი არის, რომელიც ამაში ჩართულია საქართველოში, ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ზიზღის ენით არიან ჩართულები, ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ. ყველას, ვინც კი, თუ დააკვირდებით, სოცმედიას განსაკუთრებით, ყველა, ვინც კი ზიზღს თესს სოცმედიაში, ყველას, მაგალითად, იხილავდით ევროპის დღეზე 9 მაისს. ეს ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე სახელებია, ვისაც იხუტებს დღეს ბრიუსელი, ისინი არიან სწორედ, ვინც საზოგადოებაში ცდილობს, რომ ზიზღი დათესოს. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საზოგადოების ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში, ვინაიდან ბრიუსელის ღირებულებები ჩანს, რომ არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი, ამიტომ ჩვენ ჩვენსას დავუბრუნდეთ, ჩვენს კულტურულ ჩარჩოებში ვიყოთ და სხვებისგან თავს მოხვეულ ზიზღს და დაპირისპირებას და შუღლს სათანადო პასუხი გავცეთ." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)