|
2026-05-15 09:45:13, 4454 ნახვა
მსოფლიო
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
15 მაისის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა რიაზანში „ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს“ შეუტიეს, განაცხადა რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. მისი თქმით, თავდასხმის დროს ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, რადგან ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები მათზე დაეცა. „სამი ადამიანი დაიღუპა და თორმეტი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ყველა დაზარალებულს დროულად გაეწია საჭირო დახმარება. დაზიანებული ნაგებობები იწმინდება. მაცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან“, - დაწერა მალკოვმა Telegram-ზე. თვითმხილველების ფოტოებისა და ვიდეოების თანახმად, თავდასხმის შემდეგ ქალაქზე შავი კვამლის რამდენიმე ღრუბელი ამოვიდა. უკრაინული მონიტორინგის არხის, Exilenova+-ის ცნობით, დრონების სამიზნე იყო რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (RNPZ), რომელიც „როსნეფტს“ ეკუთვნის. ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობია. ქარხანა აწარმოებს ყველა სახის საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს, მაზუთს, თხევად აირებს, ბიტუმს და ნავთობქიმიურ ნედლეულს. ქარხანა ადრე არაერთხელ გახდა უკრაინის თავდასხმების მსხვერპლი. 2025 წლის ნოემბერში ის ხანძრის შემდეგ დაიხურა. წლევანდელი გაზაფხულის დასაწყისიდან შვიდმა რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნავთობგადამუშავება უკრაინის დრონებით თავდასხმების გამო შეაჩერა. კერძოდ, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 21 მარტს, ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი 5 აპრილს, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 16 აპრილს, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 18 აპრილს, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 22 აპრილს, კირიშინეფტეორგსინტეზი 5 მაისს და პერმნეფტეორგსინტეზი 7 მაისს. შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე - 4.69 მილიონი ბარელი დღეში დაეცა. გასულ წელთან შედარებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გამოყენება 12%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წლის ომამდელ დონესთან შედარებით - 18%-ით, ანუ თითქმის 1 მილიონი ბარელით დღეში. საპასუხოდ, მთავრობამ გაამკაცრა კონტროლი ბენზინის ბაზარზე: მაისში 11-მა მსხვილმა ნავთობკომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს ენერგეტიკის სამინისტროსთან, რომლის მიხედვითაც მთავრობა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მიაწვდის ყოველთვიურ გეგმებს საწვავის წარმოების, შიდა ბაზარზე გადაზიდვების, ექსპორტისა და ბირჟაზე გაყიდვების შესახებ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)