|
2016-04-02 15:44:10, 384 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ ევროკომისარს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მხარდაჭერისა და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. ევროკომისარის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვები დაიწყება როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ თავის მხრივ აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხზე ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და გააძლიერებს ძალისხმევას იმისათვის, რათა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება დროულად დასრულდეს. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისათვის სანდო პარტნიორია, რასაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით და მუდმივი ძალისხმევა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირისა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებზე და მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, რომ ეს ევროკომისარის პირველი ვიზიტია საქართველოში. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის პროცესში. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გაიმართა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)