|
2016-04-02 15:07:31, 379 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციას ვერაფერში ვერ ვხედავ
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ გვაქვს? მის ფუნქციას ვერაფერში ვერ ვხედავ“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის სპეციალისტმა სოსო ცინცაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, შევარდნაძის დროინდელი მინისტრის ალექსანდრე ჩიკვაიძის (1192-95წწ) შემდეგ საგარეო უწყებამ დაღმასვლა განიცადა. ის იმასაც იხსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნდა და მან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი მხოლოდ ომის შემდეგ თქვა. „საგარეო სამინისტრო ჩვენ გვაქვს? საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციას ვერაფერში ვერ ვხედავ. მე ვარ ადამიანი, რომელიც 50 წელია საგარეო პოლიტიკას ვსწავლობ და მინისტრის გვარიც კი არ მახსოვს და სახეზეც ვერ ვცნობ მაშინ, როდესაც ნორმალურ ქვეყნებში საგარეო საქმეთა მინისტრი პირველ სამეულში შედის. საგარეო უწყების მინისტრები დაღმავალი ხაზით წავიდა. ჩიკვაიძის შემდეგ დაღმავალი ხაზით მიდიოდა მინისტრის პერსონალური ფუნქცია. ჩიკვაიძე იყო ბოლო მინისტრი, რომელიც შესაძლებლობების ფარგლებში თავად განსაზღვრავდა უწყების ფუნქციებს. შევარდნაძე მას ფრთებს უკვეცდა და ბევრ უფლებას არ აძლევდა, მაგრამ ბევრ რაღაცას მაინც ახერხებდა, ვინაიდან ის ნამდვილი დიპლომატი იყო“, - აცხადებს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სულ სხვა სიტუაცია იყო. „2008 წლის ომის შემდეგაც კი ფეხებითა და ხელებით ებღაუჭებოდა ჩვენი საგარეო მინისტრი თავის სკამს. სანამ რუსეთის სახელმწიფო „დუმაში“ სომეხმა დეპუტატმა კატეგორიულად არ მოითხოვა მისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მანამ მას მოქალაქეობის ჩაბარება არც კი უფიქრია. რასაკვირველია გრიგორი ვაშაძეს ვგულისხმობ. ერთ კვირაში „დუმა“ ჩამოართმევდა და ამიტომ მოვლენებს დაასწრო. ომამდე რუსეთი ოკუპანტი არ იყო? ამის მერე ეს დაღმავალი ხაზი გაგრძელდა და ბოლოს მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ახალგაზრდა კაცი მიხეილ ჯანელიძე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავისი საქმე მას თავადაც არ ანაღვლებს“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)