|
2026-05-01 14:13:00, 4738 ნახვა
პოლიტიკა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
ივანიშვილის პარლამენტში ფასების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის საბოლოო დასკვნა განიხილეს და მიიღეს - დასკვნას მხარი არ დაუჭირეს ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლებმა და გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმა. ივანიშვილის დეპუტატის, კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, მათი რეკომენდაციაა, რომ სასურსათო ბაზრის მუშაობაში "აგრესიული ჩარევა არ მოხდეს". "სექტორი არის ძალიან დიდი. ის ჩვენი ეკონომიკის 21%-ს შეადგენს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა სისტემურ რისკებს ქმნის, სისტემური რისკები კი გავლენას ეკონომიკაზე მოახდენს. ამიტომ, აქ მიდგომა უნდა იყოს მიზნობრივი, წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი [...] ის, რაც წლების განმავლობაში არასწორად კეთდებოდა, 1 დღეში ვერ გასწორდება და 1 დღეში გასწორება საშიშიც არის, რადგან შესაძლებელია, სექტორმა შოკირებული დარტმა მიიღოს და ამ დარტყმის შედეგად, ჩვენ მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემურ რისკებთანაა დაკავშირებული. ჩვენი მხრიდან აგრესიული ჩარევა რეკომენდირებული არ არის. ჩემი აზრით, შესაძლებელია, ეს პერიოდი 6-დან 9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს [...] "დასკვნა ეფუძნება ზოგად სტრატეგიულ მიმართულებას, რადგან ეს აღმასრულებელ ხელისუფლებას გაეგზავნება და უფრო დეტალურად იქ დამუშავდება [...] ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს უფრო მეტ პრობლემებს შექმნის, ვიდრე სიკეთეებს". - თქვა ბერეკაშვილმა. დასკვნის მიხედვით, პრობლემები არსებობს სასურსათო ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. ასევე, კომისიის რეკომენდაციაა, რომ მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის გარკვეული კომერციული ხარჯები შემცირდეს ან გაუქმდეს. "სასურსათო ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტის საბაზისო, დახლის ფასი, თუმცა, პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზაცია ფასდაკლებებით ხდება და საშუალო, შეწონილი ფასი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველი, დახლის ფასი [...]
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)