|
2026-04-30 15:08:19, 6939 ნახვა
კომენტარი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
„როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ოპოზიციური ალიანსის შანსებისა და რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ. მერის თქმით, ქართველი ხალხი ყველაფერს სწორად აფასებს და შესაბამისად, ოპოზიციურ გაერთიანებას წარმატების არანაირი რესურსი არ გააჩნია. „მგონი ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია. ყველანაირად განულებულები არიან, რასაც აქვს თავისი ახსნა: როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, აფასებს არსებულ სიტუაციას, აფასებს იმას, ვინ რითია დაკავებული, ვის რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით, ვის რა ინტერესი აქვს. შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არიან მათი პატრონები, რა მითითებებს აძლევენ. მათ პოლიტიკურად არანაირი რესურსი და შანსი არ გააჩნიათ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. დიდად არ ვინტერესდები მათი აქტივობებით, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები არიან ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში, წარმოადგენენ აგენტურას, დაკავებულები არიან მოღალატეობრივი ქმედებებით, არანაირი შანსი არ აქვთ - სადაც უნდა იქ იარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, რაც შეეხება კითხვას ალიანსში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მერი პასუხობს, რომ ბოლო წლებში არაერთი ოპოზიციური გაერთიანება ვნახეთ, რომლებიც მალევე იშლება. „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ერთ პლატფორმაზე იქნებაინ თუ დაიშლებიან - ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა გაერთიანება, რომელიც მალევე იშლებოდა. ზოგადად, თუ შევხედავთ ამ ადამიანებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, რა წარსული აქვთ, რით ცხოვრობენ დღევანდელ დღეს, ყველამ ყველაფერი ვიცით: საიდან იმართებიან, რა არის მათი მთავარი მოტივაცია და მიზნები - ქვეყნის და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი. მათ აქვთ თავიანთ ამოცანა, ჰყავთ თავიანთი პატრონები, იმ პატრონებს კი საქართველოსთან მიმართებით აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესი. აგერ, რამდენიმე ხნის წინ პირდაპირ მოწოდებები იყო ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პირდაპირ რეზოლუციები მიიღეს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ეს რას მოუტანდა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ქვეყანას რომ ჰყოლოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარედან მართული იქნებოდა, ყველაფერს გააკეთებინებდნენ და ეს იქნებოდა დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. ამ ადამიანებს არანაირი რესურსი და შანსი არ აქვს. თავიანთ ერთობას ვერ აკონტროლებენ. გუშინ შეიკრიბნენ, გაერთიანდნენ, ერთმანეთს ვერ ენდობიან, გარედან უთხრეს, რომ ასე უნდა გააკეთოთ და ხედავთ, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)