|
2026-04-23 19:52:05, 5478 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
პარტია გახარია - საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა. პარტია აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილს კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა წარედგინა, მაგრამ მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია გახარია - საქართველოსთვის პოლიტიკურ გუნდთან. "დღეს, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით - ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია პირდაპირ ითხოვს, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ წარადგინოს, მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს მივიჩნევთ არა ფორმალურ შეცდომად, არამედ საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეშ დარღვევად, ინსტიტუციებისა და იმ მოქალაქეების უპატივცემულობად, რომელსაც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო", - ვკითხულობთ განცხადებაში. მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა დღეს წარადგინა. ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს მანამდეც, 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე, იკავებდა. ის ამჟამად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)