|
2026-04-23 11:04:41, 1398 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში
ივანიშვილის სუს-ის ჯერ კიდევ მოქმედმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ სამთავრობო TV იმედის ეთერში ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკასა და მის შედეგებზე ისაუბრა. მდინარაძე ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულებასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა წარმატებულია, თუმცა იქვე ამატებს, რომ ქვეყანაში კუსტარული ნარკოტიკების ქარხანა და ლაბორატორიები გაჩნდა. "ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაც უნდა დადგეს პოლიციის, სამართალდამცველების, ჩვენს გვერდით იმისთვის, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი. ნახეთ ხომ რა მოხდა? დარტყმები განვახორციელეთ ყველამ ერთად ნარკოტიკებზე, მის რეალიზატორებზე და რა მოხდა? გარედან შემოტანა ძალიან გაძნელდა, ნარკოტიკი გაძვირდა, მაგრამ ყოველთვის რჩება რაღაც ხვრელი. საბაზრო ეკონომიკასავით არის, ოღონდ ჩრდილოვანი და საზიზღარი. კუსტარული ლაბორატორიებიც კი ვნახეთ. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც სჭირდება საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, ამის პირობაც შემიძლია მარტივად დავდო, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევავიწროოთ ეს სფერო და დანაშაულებრივი ბიზნესი". - თქვა მდინარაძემ. მოგვიანებით მდინარაძემ საუბარში მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა აღნიშნული საკითხი და თქვა "ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის რაღაც ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში, ახლა იმას დავდევთ". ქართულმა ოცნებამ 2025 წელს ანტინარკოტიკულ კანონში ცვლილებები რამდენიმე ეტაპად შეიტანა. მიღებული ცვლილებებით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უფრო რეპრესიული და მკაცრი გახდა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)