|
2026-04-21 14:27:29, 4658 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა, გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ იუსტიციის სამინისტროში ოფიციალური რეგისტრაციის 14 წლისთავს. „14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა“, - წერს პოლიტიკოსი. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ასევე „გადაჭარბებული თავმდაბლობის, იმედის ნაკლებობის, საკუთარი თავისადმი რწმენის ნაკლებობის და ქვეყნის ყველაფერზე მაღლა დაყენების უუნარობის ან სურვილის არქონის“ შედეგია. „ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალია: გადაჭარბებული თავმდაბლობა, იმედის ნაკლებობა, საკუთარი თავისადმი რწმენის ნაკლებობის და ქვეყნის ყველაფერზე მაღლა დაყენების უუნარობის ან სურვილის არქონის. ერთად ჩვენ ამას გამოვასწორებთ და ერთად შეგვიძლია!“ - წერს ზურაბიშვილი. გავიხსენოთ, რომ 14 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც პოლიტიკური პარტია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)