|
2026-04-20 11:24:25, 2379 ნახვა
ეკონომიკა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, I კვარტალში ექსპორტი ჯამურად 1.72 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით არის გაზრდილი. ეს რეკორდული მაჩვენებელია. - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უფრო დეტალურად, ექსპორტში პირველ ადგილს კვლავინდებურად 365 მილიონი დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილს ექსპორტში იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 208 მილიონი დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 698%-ით არის გაზრდილი. ასეთი მატება დაკავშირებულია კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამუშავებასთან და მის მიერ პროდუქციის ექსპორტის დაწყებასთან. ექსპორტში მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 170 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 221%-ით არის გაზრდილი. მეოთხე პოზიციაზეა ფეროშენადნობები 76 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 94%-ით გაიზარდა, მეხუთე ადგილს კი სპილენძის მადნები იკავებს 66 მილიონი დოლარით. რაც შეეხება სხვა საქონელს, ღვინის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა 56 მილიონ დოლარამდე, თხილის და კაკლის ექსპორტი კი 63%-ით, 49 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო საქონელი
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)