|
2015-02-18 21:34:39, 1097 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ხვალ ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვევა. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო ინტენსიურად ვითარდება თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო საკითხებში. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ ფორმატში. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრებისას განხილულ იქნება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურის სფეროებში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)