|
2026-04-10 18:19:25, 11431 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლემ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის სახელზე და ხელმოწერილია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის სახელით. წერილით ქართული მხარე სთხოვს, „უარყოს“ სადიგოვის 2024 წლის 12 ივლისის ექსტრადიციის მოთხოვნა. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა გამოხატავს პატივისცემას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და აცნობებს, რომ გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, 2026 წლის 1 აპრილს, გამომძიებელმა გადაწყვიტა შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ხათამხან ოღლუ სადიგოვის წინააღმდეგ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, რომ უარი თქვან საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 12 ივლისის მოთხოვნაზე აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შესახებ“, - ნათქვამია წერილში. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის, სამშობლოში დეპორტაციის ბრძანება 5 აპრილის დილით ადრე მიიღო. აზერბაიჯანი მის ექსტრადიციას თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებში და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას ექსტრადიციის პატიმრობა მიესაჯა. მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული შეხედულებების გამო იდევნებოდა და ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. პატიმრობაში ყოფნისას სადიგოვმა 141-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)