|
2026-04-07 13:25:17, 4886 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ყველა ეს ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ან ფორმალური ხასიათის არის, კანონის მთავარი რეპრესიული მიზანი კი არ შეცვლილა. ცხადია, ეს მათი მიზანი არც იყო და არც არაფერში სჭირდებოდათ. ამიტომაც ახლა მორიგი ცვლილებები დააინიცირეს, ასეთი კონტრაქტები რომ ამოერიცხათ გრანტების კანონიდან. ოღონდ ესეც ისე ცუდად დაწერეს, რომ კიდევ მოუწევთ გასწორება. ისედაც არ ეხებოდათ, მაგრამ მაინც დავწერეთო, როგორც თვითონ ამბობენ, თუმცა რეგულაციები იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ყველანაირი უცხოური ტრანზაქცია შეიძლება მოიცვას და ეს ბოლო ცვლილებაც ამითაა განპირობებული. სულ ესაა მთელი ამბავი. რეპრესიული კანონის ძირითადი სამიზნე არ შეცვლილა და ამ ინიციატივამაც ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა - დამოუკიდებელმა სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციებმა ისევ ვერ უნდა მიიღონ დაფინანსება. პს. მე ის უფრო მიკვირს, საერთოდ რატომ იფიქრა ვინმემ, რომ ბოლო ცვლილების შემდეგ ოცნება რაიმე გრანტზე გამონაკლისს დაუშვებდა", - წერს სიმონიშვილი. ცნობისთვის, "ქართულ ოცნებას" გრანტების შესახებ კანონში კიდევ ერთხელ შეაქვს ცვლილებები. ცვლილების თანახმად, გრანტად აღარ მიიჩნევა ის სახსრები, რომლებსაც საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, საკონსულოები ან საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ, თუ ეს დაფინანსება უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებსა და მიდგომებს ემსახურება.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)