|
2026-04-01 19:14:21, 295 ნახვა
პოლიტიკა
სეს: გავაძლიერებთ კომუნიკაციას, ცხოველს გადავიყვანთ პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას თქმით, ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს მხოლოდ სამ ლოკაციაზე - კახეთი, იმერეთი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. სეს-ში გამართულ ბრიგინგზე ჩალიგავამ თქვა, რომ ჩატარდა სატესტო გასვლები და გამოვლინდა "რიგი საჭიროებები". ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ "მნიშვნელოვანი საჭიროებაა კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან". მისი მტკიცებით, ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში და ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება, რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია. მისივე მტკიცებით, "ვემიჯნებით, რომ ძაღლი თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი. საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომ კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იქნება იმ არეალში მიმდებარედ". "აღნიშნული ღონისძიება განხორციელდება პასუხისმგებელ პირთან შესაბამისი მიღება ჩაბარების საფუძველზე, ნებისმიერი ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნება მოხდება იმავე ლოკაციაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების წესით. ეს ყველანაირად გამორიცხავს ყველანაირ კითხვის ნიშანს და შესაბამისად, საზოგადოების ნებისმიერი წევრი ინფორმირებული იქნება აღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობაზე. გასვლები იყო სატესტო, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ გამოვლენილიყო ყველა ის საჭიროება, რაც იქნება პროგრამის განხორციელების დროს... შესაბამისად, ჩვენ გამოვავლინეთ ის საჭიროება, რომ უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია, რაც მოხსნის ყველანაირ კითხვებს და საკითხის ინტერპრეტაციას საშუალებას [არავის] არ მისცემს. დაიგეგმა ის, რომ წინასწარ, გრაფიკის შესაბამისად მოხდება ნებისმიერი ცხოველის გადაყვანა და ეს საკომუნიკაციო საშუალებებით განთავსდება შესაბამის სოციალურ ქსელში. სურვილის შემთხვევაში ყველას ექნება საშუალება, წინასწარ იცოდნენ, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები, ვიღაცამ ეს იცოდა თუ არა. ეს გამორიცხავს, რომ შემდეგში აღარ მოხდეს იგივე გაუგებრობა, რაც მოხდა ზუგდიდის შემთხვევაში" - ამბობს ჩალიგავა. ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, კომუნიკაცია მოხდება პასუხისმგებელ პირთან, რომელიც დაადასტურებს, რომ ცხოველი არ საჭიროებს ვაქცინაციას. "ბირკა არ არის გარანტია იმისა, რომ ცხოველი არის ვაქცინირებული, შესაძლოა, იმუნიზაციის პერიოდი გასული ჰქონდეს. შესაბამისად, თუ გვეტყვის, რომ სჭირდება ვაქცინაცია, ჩაუტარდება ვაქცინაცია, თუ გვეტყვის, რომ უკვე ვაქცინირებულია, მაშინ არ შევეხებით. ამას ითვალისწინებს კომუნიკაცია. ყველა აქტივობა შეთახმებული იქნება. სატესტო რეჟიმი მიმდინარეობს სულ რამდენიმე დღეა, პროგრამა ითვალისწინებს ყველა რეგიონის ჩართვას ეტაპობრივად. ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრს ქმედებები არ განუხორციელებია გორის მუნიციპალიტეტში, საერთოდ შიდა ქართლში" - ამბობს ის. რაც შეეხება 412-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, რაც გულისხმობს, რომ "აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება", თენგიზ ჩალიგავას მტკიცებით, "ერთობლივი კომუნიკაციით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ძაღლები დაბრუნდნენ იმავე არეალში, ოღონდ მიმდებარედ". "მითითებულია გარკვეული მაღალსენსიტიური ლოკაციები, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნას არამხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ მიმკედლებლის მხრიდანაც, ვფიქრობთ, რომ ერთობლივი კომუნიკაციით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული ძაღლები დაბრუნდნენ იმავე არეალში, ოღონდ მიმდებარედ, ისე რომ მან საფრთხე არ შეუქმნას იქ არსებულ პიროვნებებს, რომლებსაც ან ეშინიათ ან ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რის გამოც, ამ ძაღლებმა შეიძლება დისკომფორტი შექმნან. თუმცა, ვემიჯნებით იმას, რომ ის თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი, საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომ კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იქნება იმ არეალში მიმდებარედ" - ამბობს სეს-ის ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)