|
2026-04-01 18:16:34, 5496 ნახვა
პოლიტიკა
ფედერალისტები: ირანის ელჩის მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 სთ-ის შემდეგაც არ უპასუხია
პარტია ფედერალისტები განცხადებას ავრცელებს და 31 მარტს საქართველოში ირანის ელჩის მიერ გაკეთებულ მუქარისშემცველ პოსტს ეხმაურება. " გუშინ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა გაავრცელა განცხადება, რომელიც შეიცავდა პირდაპირ მუქარას ქართული სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ალი მოჯანი განცხადებაში ქვეყნის შიგნით ირანის მიმართ ლოიალური ჯგუფების გამოყენებით ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის საფრთხეებზე მიანიშნებს. ბოლო წლებია ყველანი ვაკვირდებით ირანის პოლიტიკური გავლენის ქსელის გაძლიერებას და გააქტიურებას, რომელთა მიმდევრებიც არა მხოლოდ ღიად გამოხატავენ მტრობას შეერთებული შტატების, ისრაელის და თავისუფალი სამყაროს მიმართ, არამედ საჯაროდ აღუთქვამენ მორჩილებას ტერორისტულ ფიგურებს და განადიდებენ მათ. ამის შესახებ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობილი არაერთი კვლევა ვიხილეთ, რომელიც ამ ქსელის არსებობას ადასტურებს. ივანიშვილის რეჟიმმა, ერთი მხრივ, დაუშვა და ხელი შეუწყო უცხო ქვეყნის აგრესიული, სახიფათო იდეოლოგიის გავლენის ქსელის შექმნას საქართველოში და მეორე მხრივ, თავისი პროპაგანდითა და საჯარო პოზიციებით, ფაქტობრივად, ირანის ისლამური რეჟიმის მხარე აირჩია მიმდინარე დაპირისპირებაში, რამაც ხელი შეუწყო როგორც ამ გავლენის გაძლიერებას, ისე საქართველოს იზოლაციის გაღრმავებას თავისუფალი სამყაროსგან. რეჟიმმა, რომლის პროპაგანდაც მუდამ მშვიდობის შენარჩუნებაზე აპელირებს, რეალურად, მტრული იდეოლოგიის უცხო ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ქვეყნის შიგნით ჩვენს თანამოქალაქეებს შორის ისეთი გავლენა მოეპოვებინა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენს მოქალაქეებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ირანის ელჩის საჯარო მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა ქართველი ხალხის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რეჟიმის ყველა ლეგიტიმურ კრიტიკას მთელი ძალაუფლებრივი ვერტიკალისა და პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფისა და ცილისწამების ნიაღვარი მოყვება. საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რათა საქართველომ შეიძნოს მძლავრი მოკავშირეები, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების გზას და დაიწყოს კონსტიტუციური მეთოდებით ქვეყნის შიგნით ამ ტიპის გავლენის ქსელების განეიტრალება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)