|
2026-03-31 13:52:27, 306 ნახვა
რუსეთის დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. რუსეთის დაზვერვა ამტკიცებს, რომ ბართლომეოსს სურს ისარგებლოს ილია მეორის გარდაცვალებით და "თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია". დაზვერვა ირწმუნება, რომ ბართლომეოსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატებად განიხილავს - "დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). განცხადება სრულად: "საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი დაჟინებით აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩის მზაკვრულ ხაზს პრინციპით "გათიშე და იბატონე". ამჯერად მას სურს, ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის ისეთი დაწინაურება სურს, რომელსაც თავად დაეყრდნობა. ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). თავის უახლოეს გარემოცვაში იგი მათ წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კახი კალაძემ 2025 წელს $294,900 და €135,313 ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა და გაყიდა
რუსეთის ნავთობის ექსპორტი 43%-ით შემცირდა უკრაინის მიერ ბალტიისპირეთის პორტებზე თავდასხმის შემდეგ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლმა უკრაინას დონბასიდან გასასვლელად „ორი თვე“ მისცა
ოცნება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში დენი 5 თეთრით გაძვირდა
დღის თემა
რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)