|
2026-03-31 11:59:19, 313 ნახვა
პოლიტიკა
ახალგაზრდული ორგანიზაციები: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოითხოვს დაცვას, გაძლიერებას
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის 35 წლისთავთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ ამ ისტორიული დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 31 მარტის რეფერენდუმი იყო ქართველი ხალხის ერთსულოვანი და მკაფიო არჩევანი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ, რაც დაედო საფუძვლად 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მადლიერებას გამოხატავენ მშობელთა თაობის მიმართ, რომლის გადაწყვეტილებამ განსაზღვრა ქვეყნის მომავალი. მათი შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტია ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა, სადაც დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები უმაღლესი ღირებულებებია. "ჩვენ, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეხმიანებით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის 35 წლისთავს. ისტორიულ მოვლენას, რა დროსაც ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად გამოხატა მხარდაჭერა დამოუკიდებლობისადმი და განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის სუვერენული, სახელმწიფოებრივი გზა. ამ არჩევანს წინ უძღოდა სამოცდაათ წლიანი საბჭოთა ოკუპაცია, თავისუფლებისათვის უწყვეტი ბრძოლა და 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედია. თავგანწირვა, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს ქართველი ხალხის ურყევი მისწრაფება დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ. 31 მარტის რეფერენდუმზე ქართველი ერის მიერ ერთხმად დაფიქსირებული არჩევანი გახდა ის მტკიცე სამართლებრივი საფუძველი, რამაც 1991 წლის 9 აპრილს შესაძლებელი გახადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. დღეს, გულითადად ვულოცავთ რეფერენდუმის დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მშობელთა თაობის მიმართ. იმ გამბედაობის, რწმენისა და პასუხისმგებლობისათვის, რომლის წყალობითაც, ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადების შესაძლებლობა გვხვდა წილად. მათ მიერ ბიულეტინის ფურცელზე შემოხაზული „დიახ“ იყო და არის მკაფიო გზავნილი მომავალი თაობებისთვის. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ მიღწევა. მეტიც, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს დაცვას, გაძლიერებასა და ყოველდღიურ ძალისხმევას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას შეგონება-„მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც!“ დღეს ჩვენი თაობა იღებს პასუხისმგებლობას გააგრძელოს ქართული სახელმწიფოებრიობის გზა. ყოველი ჩვენი შეხვედრა ევროპელ ელჩებთან, ყოველი დიალოგი, ყოველი ნაბიჯი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის ჩვენი მტკიცე, გააზრებული და ყოველდღიურად განმეორებადი „დიახ“-ი იმ ისტორიულ კითხვაზე, რომელიც 35 წლის წინ დაისვა. ეს არის მყარი თანხმობა, რომელიც ცოცხლობს ჩვენს მოქმედებებში, არჩევანსა და მომავლის ხედვაში. გვჯერა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, მისი თავისუფლება და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის არჩევანი ყველაზე მყარად და უსაფრთხოდ იქნება დაცული ერთიან ევროპულ ოჯახში. სივრცეში, სადაც თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის ღირსება უმაღლესი ღირებულებებია", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი; საქართველოს თანასწორობის ასოციაცია; საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია; მწვანე იმპულსი; პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“; სამეცნიერო მისია; ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის; საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია; გლობალური განათლებისა და თანამშრომლობის ჰაბი; JEF საქართველო; საქართველოს ახალგაზრდული სივრცე; ახალგაზრდები დემოკრატიისთვის; ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი — LAG UPPER SVANETI; პლატფორმა „მომავლის ხმა“; ორგანიზაცია „კლიმატ ჰაბი“; ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება;
კახი კალაძემ 2025 წელს $294,900 და €135,313 ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა და გაყიდა
რუსეთის ნავთობის ექსპორტი 43%-ით შემცირდა უკრაინის მიერ ბალტიისპირეთის პორტებზე თავდასხმის შემდეგ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლმა უკრაინას დონბასიდან გასასვლელად „ორი თვე“ მისცა
ოცნება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში დენი 5 თეთრით გაძვირდა
დღის თემა
რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)