|
2026-03-30 14:41:53, 1486 ნახვა
პოლიტიკა
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებზე - საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს
საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს, მით უმეტეს, თეატრს თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, ნამდვილად ხმამაღლად აქვს სათქმელი. - განაცხადა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. შალუტაშვილმა ტავის სტუდენტებს არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა. მისი თქმით, 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად, 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა. "არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნების - მაგალითად, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს, მით უმეტეს, თეატრს თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, ნამდვილად ხმამაღლად აქვს სათქმელი. ქართული თეატრი იყო ის ორგანიზაცია და ფენომენი, რომელმაც ეროვნული იდენტობა შემოინახა სწორედ იმ წლების განმავლობაში და გიორგი ერისთავის თეატრიც მაგიტომ შეიქმნა... საკმაოდ დიდი ტურბულენტობა და რყევები იყო ჩვენთან. ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის გასაგები გამხდარიყო, რადგან ისინი ყველაზე მოწყვლადი, იოლად დასაზიანებელი და „ასაგდები“ ნაწილი არიან. ცნობილია ისიც, რომ ყველა რევოლუცია სტუდენტების ხელით ხდებაო ამბობენ. ძალზე ადვილია ახალგაზრდა დააჯერო, რომ ხელის გაწვდენაზეა სამოთხე, ხოლო რაც ხდება, ემოციებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს უნივერსიტეტს, ამჟამად შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მიმდინარეობს სრულიად შეუფერხებლად. დასწრება თითქმის 100%-იანია სწორედ დრამის მიმართულებაზე... არაერთი შემთხვევა იყო, რომ მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისთვის, რომ რეალურად სხვებს აზიანებდნენ. რეალობა იყო ეს - 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად, 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა. ეს ჩანდა და ამას იყენებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დიდი ძალისხმევის ხარჯზე, მაგრამ დაწყნარდა და დამშვიდდა." - განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა. დღის წესრიგის გათვალისწინებით, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისა და არსებული გამოწვევების შესახებ უსმენენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)