|
2016-03-31 17:11:09, 414 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პაველ სვობოდას შეხვედრის მთავარი თემები, სასამართლო რეფორმის დღის წესრიგი და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა იყო. როგორც "ექსპრესნიუსს" საქარტველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. "მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დახმარება და მხარდაჭერა იმ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის ნაწილია,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საარჩევნო სისტემის რეფორმასა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე დაესწრნენ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)