|
2016-03-31 17:01:54, 424 ნახვა
პოლიტიკა
ანი მიროტაძე: 3 აპრილიდან „ეროვნული ფორუმისთვის“ ახალი პოლიტიკური კალენდარი იწყება
ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის“ წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, „ფორუმისთვის“ 3 აპრილიდან ახალი პოლიტიკური კალენდარი იწყება. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში მიროტაძემ აღნიშნა, ის სხვა პოლიტიკური პარტიის შიდა პარტიულ გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ სხვა პოლიტიკური პარტიები, ეს „ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებაზე არ აისახება. „ვერ შევაფასებ სხვა პოლიტიკური პარტიის შიდა პარტიულ გადაწყვეტილებას. მე ვიცი, რას ვაპირებ. „ეროვნული ფორუმისთვის“ 3 აპრილიდან ახალი პოლიტიკური კალენდარი იწყება. რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“ მათ ალბათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი. დღის წესრიგში იდგა კითხვა, როგორ აპირებდა „ეროვნული ფორუმი“ არჩევნებში გასვლას დამოუკიდებლად თუ კოალიციასთან ერთად, თუმცა ახლა თუ კოალიციის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ლეგიტიმაციაც გადასახედი იქნება. მაგრამ, აქვე წინასწარ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რასაც აქამდე არ ვამბობდი ამის შესახებ მაგრამ რასაკვირველია ჩემი პარტიის წევრების განწყობები ვიცოდი, ასე რომ აქ არაფერი არ იცვლება ეროვნული ფორუმისთვის. ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს როგორც დაგეგმილი გვქონდა და კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ, რომ „ეროვნული ფორუმისთვის“ ახალი პოლიტიკური კალენდარი 3 აპრილიდან იწყება. იმის მიუხედავად სხვა პოლიტიკური პარტიები რას ფიქრობენ, ეს ჩვენს გადაწყვეტილებაზე არ აისახება“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ანი მიროტაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)