|
2026-03-28 23:07:49, 2614 ნახვა
პოლიტიკა
TV Pirveli: სუს-ის ფაილების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ილია II-ის გადადგომას მის სიცოცხლეშივე ითხოვდა
სუს-ის ფაილების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გადადგომას მის სიცოცხლეშივე ითხოვდა | ინფორმაციას ამის შესახებ TV PIRVELI ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წელს გაჟონილი კრებსების მიხედვით, ივანიშვილი პატრიარქის გადადგომას მისი მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის გავლენების შესუსტებისთვის ითხოვდა: "ინტერვიუდან გამომდინარე ნ.კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ი.გოგაშვილი მოქმედებს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რომელსაც სურს სრული გავლენის მოპოვება საპატრიარქოში. აღნიშნული მოსაზრების არგუმენტად უფლებადამცველი იხსენებს ფაქტს, როდესაც წარსულში პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა პატრიარქს და სთხოვა გადამდგარიყო, რათა შესუსტებულიყო შ.თეთრუაშვილის გავლენები და ეს უკანასკნელი ჩამოშორებოდა საპატრიარქოს არაფორმალურ მმართველობას. ნ.კაკაბაძე ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ შ.თეთრუაშვილის კარნახით შესთავაზა პატრიარქმა ბ.ივანიშვილს ხსენებული საუბრის აუდიოფიქსაცია, რათა ისტორიას დარჩენოდა მათი დიალოგი, თუმცა ბ.ივანიშვილმა უარი განაცხადა და დატოვა შეხვედრა. მისივე თქმით, თავად შ.თეთრუაშვილსაც ცუდი დამოკიდებულება აქვს ბ.ივანიშვილის მიმართ და უფლებადამცველთან პირად საუბრებში იგი ხშირად მოუხსენიებია უარყოფითი სიტყვებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ნ.კაკაბაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ მოიშორა ბ.ივანიშვილმა შ.თეთრუაშვილთან ალიანსში მყოფი ი.გოგაშვილი, რომელიც ახლა „ტვ პირველთან“ შემდგარი ინტერვიუს გზით ცდილობს მმართველ გუნდს დაანახოს, რომ თუ მას შეეხებიან ალაპარაკდება და სააშკარაოზე გამოიტანს უამრავ რამეს" | წერია ინფორმაციულ ცნობაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)