|
2026-03-28 17:07:37, 292 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი რუს ოლიგარქებს შემცირებული თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსებას სთხოვს
გარდიანის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ოლიგარქებს მოუწოდა, ფინანსური წვლილი შეიტანონ რუსეთის შემცირებულ თავდაცვის ბიუჯეტში, რათა გაგრძელდეს უკრაინაში მიმდინარე ომი. გამოცემა წერს, რომ კრემლი კონფლიქტის დასრულებას დონბასზე სრული კონტროლის მოპოვებას უკავშირებს. ამავე დროს, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი წლის დასაწყისში მკვეთრად გაიზარდა, რაც დასავლეთის სანქციებისა და ნავთობის შემცირებული ფასით გაყიდვის შედეგია. მანამდე პუტინმა ბიზნესს მოუწოდა სიფრთხილისკენ და აღნიშნა, რომ ნავთობის ფასების ზრდით მიღებული დამატებითი შემოსავლების არასწორად ხარჯვა საფრთხეს შეიცავს. "ამერიკელები მზად არიან ამ გარანტიების მაღალ დონეზე გაფორმებისთვის მას შემდეგ, რაც უკრაინა დონბასიდან გასვლისთვის მზად იქნება" - თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი დაასუსტებს როგორც უკრაინის, ისე ევროპის უსაფრთხოებას, რადგან რეგიონში არსებული ძლიერი თავდაცვითი პოზიციები რუსეთს გადაეცემა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტყუილი უწოდა ზელენსკის განცხადებას. რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია უკრაინისგან, რომ კიევი აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ უკრაინა რუსეთს დონბასის რეგიონს დაუთმობს. "მისთვის ეს არ უთქვამთ. რაც ვუთხარით ძალიან აშკარა რამაა: უსაფრთხოების გარანტიები ძალაში ომის დასრულებამდე ვერ შევა, რადგან სხვაგვარად შენ ომში ერთვები. რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტია? ეს ნიშნავს სამხედროებს, რომლებიც მზად არიან ჩაერიონ და უსაფრთხოება უზრუნველყონ. თუ ამას ახლავე აამოქმედებ, ეს ნიშნავს, რომ შენს თავს ომში რთავ." - განცხადა რუბიომ. რუბიოს მიხედვით, ზელენსკის უთხრეს, რომ "უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ხდება, მაგრამ ეს არ იყო მიბმული ტერიტორიის დათმობაზე."
TV Pirveli: სუს-ის ფაილების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ილია II-ის გადადგომას მის სიცოცხლეშივე ითხოვდა
ზელენსკი: უკრაინა ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან აფორმებს შეთანხმებებს, მათ ომში მონაწილეობაზე საუბარი არ არის
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მამა ანდრია ჯაღმაიძემ ტაბულასთან განმარტება გააკეთა საპატრიარქო კანდიდატების ასაკსა და განათლებაზე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)