|
2026-03-27 12:11:05, 1316 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების კარის ბიზნესმენი, ოკუპირებული დონეცკიდან ქვანახშირისა და ლითონის შემოტანას გეგმავს
რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოებში გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქვანახშირისა და ლითონის ექსპორტის შესახებ. დონეცკის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ჩერტკოვმა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას თქვა, რომ უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ქართულ კომპანია “George Oil Limited”-თან, რომელიც რუსული სააგენტოების მტკიცებით, "საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და რეგულარულად იგებს ტენდერებს სამთავრობო უწყებებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.” ვალერიანე ქოჩიაშვილი "პირველების" შეკითხვას იმის შესახებ, საქმის კურსშია თუ არა "ოცნება", რომ მისმა კომპანიამ ოკუპირებულ დონეცკთან სავაჭრო შეთანხმება დადო.
“ეს მხოლოდ დასაწყისია ორ რესპუბლიკას შორის ახალი სავაჭრო ურთიერთობებისა”, - წერენ რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოები და ქართულ კომპანიას ენერგორესურსებით გამოცდილ მოვაჭრედ და ადგილობრივი ბაზრის დიდ მოთამაშედ წარმოაჩენენ. „ჯორჯ ოილ ლიმიტედი“ ქართული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია საერთაშორისო ვაჭრობაში, მათ შორის ენერგეტიკაში (არ აგვერიოს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“, რომელიც გაზის მოძიებითა და ტრანსპორტირებით არის დაკავებული). 2025 წლის აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე კომპანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს მრეწველებისა და მეწარმეების საერთაშორისო კონგრესთან, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ მიწოდებას რუსეთის შორეული აღმოსავლეთის კომპანიებთან.” “კომპანია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და რეგულარულად იგებს ტენდერებს სამთავრობო უწყებებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.” ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2025 წლის მაისში მოექცა, როცა ბათუმში მყოფ გერმანიის ელჩს და მის ცოლს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მერე კი ვიდეო ჩაწერა, სადაც პიტერ ფიშერს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)