|
2026-03-26 17:11:02, 3275 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა
25 მარტს საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში – „Sustainability Report 2025: From Strategy to Impact“ – წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, გაიმართა პანელური დისკუსიები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაში საფინანსო სექტორის როლის შესახებ. მასში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო დონის ექსპერტები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის:
საქართველოს ბანკის 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე. ინფორმაციისთვის, მდგრადი განვითარების დოკუმენტი ასახავს საქართველოს ბანკის სტრატეგიას, მიღწევებსა და გაზომვად შედეგებს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) მიმართულებით. ბანკის ESG მიმართულება მოიცავს ისეთ პროექტებსა და ინიციატივებს, როგორებიცაა: მდგრადი დაფინანსების პროდუქტები, პროექტები და სერვისები, განახლებადი ენერგიის პროექტები, ენერგოეფექტურობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, ენერგოეფექტური მშენებლობა და სხვა. ამასთან, მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ფინანსურ განათლებასა და ფინანსურ ინკლუზიურობას. გარდა ამისა, ბანკი აქტიურად ახორციელებს ღონისძიებებს ორგანიზაციის მიერ საოპერაციო საქმიანობის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, კერძოდ, გარდა ენერგოეფექტური ღონისძიებებისა, ბანკის ელექტროენერგიის მოხმარების 88% რეგიონებში მზის ენერგიით მარაგდება. ამასთან, საქართველოს ბანკი განათლების, კულტურის, სპორტისა და დაცული ტერიტორიების მთავარი მხარდამჭერია. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების საწინდარია.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)