|
2026-03-24 13:02:32, 1046 ნახვა
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების თემასაც ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს. ამ კონტექსტში ის ახსენებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიას, მის წევრებს და ჯო უილსონს, ასევე ევროპელ ლიდერებს. "ჰელსინკის კომისიის სხდომა იყო იმ დღეებში, როცა საქართველო გლოვობდა. ადაიანებს, რომლებსაც რომ ჰკითხო, ქარველი ერის გულშემატკივრები არიან, მათგან ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ, ბატონი უილსონისა და კომისიის სხვა წევრებისგან. ეს ყველაფერი არის ფარსი. ნაყიდი ლობიზმია. ვერც კი გაიგეს, ალბათ, რა მოხდა ან ვერ გაიაზრეს. ვიხილეთ ანგარიშები, სადაც ისევ ესხმიან თავს ქართველ ხალხს ამ მწუხარების ჟამს. ეს არის ცივილიზაციის უფრსკრული, საითაც მიაქანებენ ევროპულ ცივილიზაციას, როცა პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანური დღის წესრიგი. მადლობა ელჩებს, ვინც სამების ტაძარში იმყოფებოდა, მწუხარება გამოხატა. ვერ ვნახეთ ვერც ერთი ის ევროპელი ლიდერი, რომლებიც პირველები გამოვარდებიან, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში. დრო და სიტყვები, ემოცია ვერ მოძებნეს. მათ ჩვენი ემოცია არ ესმით, ემოცია, რომელიც გვაქვს ეკლესიის, პატრიარქის, ნამდვილი ღირებულებების მიმართ. დიდი გაკვეთილი იყო ქართველი ხალხისთვის. ჯგუფი, რომელიც პროტესტშია, მათ სახეც ვნახეთ ამ დღეებში - არ შეეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება, არ შეწყვიტეს ნამდვილი ღირებულებების წინააღმეგ წასვლა. ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების (2026 წლის 17 მარტი) გამო ევროპული ქვეყნების ლიდერებმა და დიპლომატიურმა მისიებმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს და ხაზი გაუსვეს მის როლს ქვეყნის ერთიანობასა და სულიერებაში. ევროპული ქვეყნებისა და ინსტიტუტების ძირითადი სამძიმარი:
|
რედაქტორის რჩევით
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
სამებაში პატრიარქის დაკრძალვაზე არცერთი ყოფილი პრეზიდენტი რეჟიმის წარმომადგენლებმა არ მიუშვეს
ომი უკრაინაში
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)