|
2016-03-31 14:25:59, 406 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ნორმალურია, როდესაც კოალიციები არჩევნების შემდეგ იქმნება
„ნორმალურია, როდესაც პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად გავალთ, ხოლო შემდგომში უკვე ხდება ასე თუ ისე გარკვეული კოალიციების შექმნა, მას შემდეგ რაც ჩატარდება არჩევნები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, 2012 წელს სხვა რეალობა იყო, ახლა კი ვითარება შეცვლილია. „რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე, არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმებზე დღეს საუბარი ალბათ ნაადრევია, საჭიროა, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი, არჩევნებში დამოუკდიებლად პარტიების მონაწილეობა არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა, ამაში განსაკუთრებული არაფერია, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ნორმალური, როდესაც არჩევნებში გავალთ დამოუკიდებლად პარტიები, ხოლო შემდგომში უკვე ხდება ასე თუ ისე გარკვეული კოალიციების შექმნა, მას შემდეგ რაც ჩატარდება არჩევნები. 2012 წელს იყო სრულიად სხვა რეალობა, დღეს არის სრულიად სხვა რეალობა. 2012 წელს იყო არჩევნები, როდესაც ბლოკის ფორმით გავიდა „ქართული ოცნება“ არჩევნებზე. წინასაარჩევნო პროცესი 2012-შ იყო ძალიან მძიმე. დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი არის გაცილებით გამჭვირვალე. ამიტომ, ჩვენ ვფიქორბთ, რომ ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება რომელშიც განსაკუთრებული არაფერია“, - განაცხადა გიორგი კივირიკაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)