|
2026-03-22 14:11:46, 309 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - სამგლოვიარო დღეებში დიდი ნუგეში და სულიერი მხარდაჭერა და შეწევნაა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და დელეგაციების ჩამოსვლა
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს და ტაძარში შეკრებილებს მიმართა: „გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილიას” მიტროპოლიტმა შიომ საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელს, სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტ როსტისლავს, ამერიკის და კანადის მიტროპოლ ტიხონს და სხვა მართმლადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს: „ამ სამგლოვიარო დღეებში დიდი ნუგეში და სულიერი მხარდაჭერა და შეწევნაა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და დელეგაციების ჩამოსვლა” საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულის და პატივისცემის შესახებ სრულიად კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი, მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვებისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა. „თქვენო ყოვლად უწმინდესობავ, შეუძლებელია, ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები, ძლიერი და სულიერი სიტყვა. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულის და პატივისცემის შესახებ სრულიად კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი. თქვენ სიტყვაში აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. რა თქმა უნდა, ამ თქვენ დიდ ღვაწლს და მონაწილეობას ქართველი ერი და ეკლესია არასდროს დაივიწყებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის“,- განაცხადა მეუფე შიომ. სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა შეასრულა მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად. წესის აგების მსახურებას წინ უძღოდა წირვა, რომელიც მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა სინოდის წევრებთან ერთად.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)