|
2016-03-31 14:14:44, 384 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკელები“ და „ქართული ოცნება“ პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან
„რესპუბლიკური პარტია“ და „ქართული ოცნების“ პარტია დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დავით უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება, რომელიც კვირას მიიღეს, ეს არის გადაწყვეტილება პარტიის, მაგრამ ეს არ არის გადაწყვეტილება მიღებული მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის გადმოსახედიდან. „ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, როგორც პარტიის. ამ რეალობაში ჩვენ რა თქმა უნდა ვიღებთ ამ გამოწვევას, რომელიც არის ნორმალური მოვლენა მრავალ პარტიული ცხოვრებისთვის. მოგეხსენებათ, იქ სადაც კოალიციები იქმნება, იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამარტავად. რაც შეეხება არჩევნებს, პარტიები გადიან ან ცალცალკე ან საარჩევნო ბლოკებათ“, - განაცხადა უსუფაშვილმა. უსუფაშვილის თქმით, ცხოვრება გრძელდება, არანაირი შეშფოთების საფუძველი ქვეყნის და მისი მართვის არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)