00:03 - 23 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-22 09:37:41, 344 ნახვა

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს - პირდაპირი ეთერი

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. 12:15 საათიდან სამების ტაძარში კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

სამების ტაძარში უკვე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თბილისის მერი და ხელისუფლების წარმომადგენლები.

უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის დაძარში დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დაკრძალეს
ილია მეორე სიონის ტაძრის მიწას მიაბარეს
მეუფე შიო - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ
ბიძინა ივანიშვილი - ეპოქა გათავდა დიდი…
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics