|
2026-03-20 16:59:38, 2660 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილს სამძიმრის წერილები გამოუგზავნეს ლუკაშენკომ, უნგრეთის და საამიროების პრეზიდენტებმა
ქართული ოცნების პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ბელარუსის, უნგრეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტებმა სამძმრის წერილები გამოუგზავნეს. ინფორმაციას და პრეზიდენტების - ალქსანდრ ლუკაშენკოს (ბელარუსი), ტამაშ შუიოკის (უნგრეთი) და მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის (არაბთა გაერთიანებული საამიროები) სამძიმრის წერილებს ქართული ოცნების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გამოჩენილი ქართველი რელიგიური და საზოგადო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა რა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათაშორისი ურთიერთგაგების განმტკიცებისკენ მიმართული ინიციატივებით, პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. მისი უწმინდესობის ილია II-ის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხელი შეუწყო ასობით ეკლესიისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას. გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს. მარადიული ხსოვნა ამ გამორჩეულ სულიერ მოღვაწეს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში", - ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო "ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ს გარდაცვალების შესახებ. უნგრეთიდან ჩვენ დიდი პატივისცემით ვადევნებდით თვალს მის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად. ამ ხნის განმავლობაში ის ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ისე საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხს. განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, გამორჩეულად იდგა რწმენისა და ეკლესიის დაცვის სადარაჯოზე. მისი მოღვაწეობა მუდმივად ეფუძნებოდა ქრისტიანულ ფასეულობებს, ოჯახის მნიშვნელობის გაძლიერებასა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეუცვლელი დანაკარგის მიუხედავად, მისი მიმდევრები ძალას და ნუგეშს იპოვიან იმ მდიდარ სულიერ და ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში, რომელიც მან საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს დაუტოვა", - უნგრეთის პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი "ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო", - არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)