|
2026-03-20 16:15:41, 386 ნახვა
ადმინისტრაცია: კობახიძემ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან სამძიმრის წერილი მიიღო
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო - ის იყო დიდად პატივცემული სულიერი ლიდერი, რომლის თავდადებულმა მსახურებამ თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს ქვეყანასა და ყველა იმ ადამიანზე, ვინც მისი სიბრძნით, თანაგრძნობითა და მშვიდობისაკენ განუხრელი სწრაფვით იყო შთაგონებული. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო თქვენი, თქვენი მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ უდიდესი დანაკარგის წუთებში. მისი უწმინდესობა ყველას დაამახსოვრდება არა მხოლოდ სულიერი წინამძღოლობისთვის, არამედ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ზნეობრივ სისტემაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ისეთი ღირებულებების დაცვისთვის, როგორიცაა ერთიანობა და გულისხმიერება. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და პატივს მივაგებთ ჭეშმარიტად გამორჩეული მოღვაწის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას, რომლის ზემოქმედებაც თაობებს გადასწვდება“, - აღნიშნულია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის სამძიმრის წერილში.
Axios: ტრამპი ირანის ნავთობმომარაგების მთავარი ცენტრის ხელში ჩაგდებას განიხილავს
კრემლმა აშშ-ს შესთავაზა ირანისთვის დაზვერვის გადაცემის შეჩერება უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი ქმედების სანაცვლოდ
საპატრიარქო - სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება
შსს 21 მარტს თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ავტომობილებით მოძრაობისგან
|
რედაქტორის რჩევით
93 წლიანი გზა, ილია მეორეს ბიოგრაფია
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში დეპუტატების მხრიდან საქართველოზე
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)