|
2026-03-19 23:16:39, 2068 ნახვა
საზოგადოება
სამუშაოები დაიწყო - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს, კანკელთან დაიკრძალება
სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი აცხადებს, რომ ტაძარში მიმდინარეობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საფლავის მომზადება და პატრიარქი ჩრდილოეთის კართან, კანკელთან დაიკრძალება. „როგორც მოგეხსენებათ, უწმინდესის სურვილის საფუძველზე მზადდება სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში მისთვის განკუთვნილი ადგილი. ეს გახლავთ სიონის ტაძრის შესასვლელთან, ჩრდილოეთ მხარე, კანკელთან. ეს არის ჩრდილოეთ კართან განთავსებული ადგილი, სადაც მისი უწმინდესობის საფლავი მომზადდება. მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ტაძრით დაიწყო მოღვაწეობა, როგორც პატრიარქმა, 1977 წლიდან. მის მოღვაწეობას მისმა უწმინდესობამ უწოდა მზიანი ღამე. რვა პატრიარქი არის დაკრძალული ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე სიონის საპატრიარქო ტაძარში. საოცარი ამბავი ის არის, რომ მისი უწმინდესობის გარდაცვალებამ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა გააერთიანა. მქონდა საუბარი ადამიანებთან, რომლებიც არიან, სამწუხაროდ, კრიტიკული აზრის მოტრფიალეები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინიც განიცდიან ამ უდიდესი პიროვნების გარდაცვალებას, ძალიან წუხან ამის შესახებ. ერთიანია მთელი ერი და ქვეყანა, რაც მისი უწმინდესობის ძალიან დიდი სურვილი იყო. მისმა უწმინდესობამ სწორედ თავი მიუძღვნა ხალხის ერთსულოვნებას. მის საყვარელ ტელევიზიასაც ერთსულოვნება დაარქვა თავის დროზე, როდესაც ის დაფუძნდა. ვუსამძიმრებ მთელს ერს“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი სანამაშვილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)