02:29 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-19 22:19:53, 1746 ნახვა

საზოგადოება
მეტრო 22 მარტის ჩათვლით 02:00 საათამდე იმუშავებს - მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება.

თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება. ხვალიდან კი, ასევე 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები, რა დროსაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქში 02:00 საათამდე გადაადგილდნენ.

შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება." - ნათქვამია განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics