|
2026-03-19 19:38:08, 2728 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა, რაც ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდი ვარდნაა
Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც, დღეს, 19 მარტს გამოქვეყნდა, ერთ წელიწადში საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა, რაც ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდი ვარდნაა. "საქართველოში 2024 წელს დაწყებული მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტები 2025 წლის განმავლობაში გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან არაპროპორციულ ძალას და არასათანადო მოპყრობას განიცდიდნენ. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ოპონენტები ფიზიკურ შეურაცხყოფას, შევიწროებას და ახალ საკანონმდებლო შეზღუდვებს განიცდიდნენ, რომლებიც მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების საჯარო საქმეებში მონაწილეობის შეფერხებას. ქვეყნის ქულა 4 ქულით შემცირდა." - წერია ანგარიშში. ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წელს გლობალური თავისუფლება ზედიზედ მე-20 წელია შემცირდა. წლის განმავლობაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ სულ 54 ქვეყანამ განიცადა გაუარესება, მაშინ როცა გაუმჯობესება მხოლოდ 35 ქვეყანამ დააფიქსირა. გვინეა-ბისაუს, ტანზანიას, ბურკინა-ფასოს, მადაგასკარსა და სალვადორში ერთწლიანი ქულის ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა, ხოლო სირიაში, შრი-ლანკაში, ბოლივიასა და გაბონში ყველაზე დიდი გაუმჯობესება დაფიქსირდა. სამმა ქვეყანამ - ბოლივიამ, ფიჯიმ და მალავიმ - ნაწილობრივ თავისუფალიდან თავისუფალ სტატუსზე გადაინაცვლა კონკურენტული არჩევნების, სასამართლო დამოუკიდებლობის ზრდისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების წყალობით.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)