|
2026-03-18 13:52:29, 2243 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ალიევი -ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება კეთილშობილური იდეალების მსახურებას მიუძღვნა თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა ირაკლი კობახიძეს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. გულწრფელ მიმართვაში პრეზიდენტმა ალიევმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი პატრიარქის მნიშვნელოვან სულიერ და ეროვნულ მემკვიდრეობას. აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია პრეზიდენტის სამძიმრის წერილის შესახებ, ხაზი გაუსვეს ამ მწუხარების მომენტის მნიშვნელობას საქართველოსთვის. „ამ მძიმე დანაკარგის გამო მწუხარებას ვიზიარებ, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გამოვხატავ ღრმა მწუხარებას თქვენ, მთელ საქართველოს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - ნათქვამია ალიევის სამძიმრის წერილში. მიმართვაში აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება კეთილშობილური იდეალების მსახურებას მიუძღვნა თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. 93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი. ის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კუჭიდან მასიური სისხლდენით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)